ერიქსენმა იუნაიტედში ტრანსფერზე უარი თქვა

კრისტიან ერიქსენმა “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

ერიქსენს ლონდონიდან გადასვლა არ სურს – დანიელი ნახევარმცველი შემდეგ კლუბს ინგლისის დედაქალაქში ეძებს. შესაძლო ვარიანტებს შორისაა “ბრენტფორდი”, რომელთან კონტრაქტიც კრისტიანს 30 ივნისს ეწურება. გარდა ამისა, ერიქსენის დაბრუნება სურდა “ტოტენჰემსაც”, თუმცა ინტერესი ბოლო დღეებში შემცირებულია.

რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, ერიქსენის უარის შემდეგ, “წითელი ეშმაკები” ყურადღებას “ბარსელონას” ნახევარმცველ, ფრენკი დე იონგზე გადაიტანენ.

ერიქსენმა იუნაიტედში ტრანსფერზე უარი თქვა

სტატიის ავტორი
-