კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტო’ომ, ერთმანეთს ორი ფრანგი თავდამსხმელი – ტიერი ანრი და ნიკოლა ანელკა შეადარა:
,,ვფიქრობ, ტიერი ანრი ანელკას დონეზე არ ყოფილა. ტიტი კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ მე სხვა მოთამაშეები მერჩივნა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი დონის არ იყო,” – ეტო’ოს სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.
ეტო’ომ საფეხბურთო კარიერა 2019 წელს დაასრულა. თავდამსხმელი სხვადასხვა დროს ,,რეალში”, ,,ლეგანესში”, ,,მალიორკაში”, ,,ბარსელონაში”, ,,ინტერში”, ,,ანჟიში”, ,,ჩელსიში”, ,,ევერტონში”, ,,ანტალიასპორში”, ,,ქონიასპორსა” და ,,ყატარში” თამაშობდა.
კამერუნელი ,,ბარსელონასთან” და ,,ინტერთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებულია.