21-წლამდელთა შორის მომდევნო, 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს, ივნისში საქართველოსთან ერთად რუმინეთი მასპინძლობს. აქედან ორი წლის შემდეგ გასამართი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატს კი სლოვაკეთი უმასპინძლებს – აღნიშნული ტურნირის შესარჩევი რაუნდის წილისყრა დღეს, ნიონში, უეფას სათაო ოფისში გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევის ჯგუფში – ნიდერლანდებს, შვედეთს, ჩრდ. მაკედონიას, მოლდოვას და გიბრალტარს დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო რაუნდი ნაწილი გუნდებისთვის სტარტს მარტში აიღებს, ხოლო ჩვენი ნაკრები აღნიშნულ ციკლში სექტემბერში ჩაერთვება. აღნიშნულ შესარჩევში მონაწილეობა, 2002 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულ მოთამაშეებს შეუძლიათ.
![ევრო 2025 | ნიონში ახალგაზრდული ნაკრების წილისყრა გაიმართა 1 ევრო 2025 | ნიონში ახალგაზრდული ნაკრების წილისყრა გაიმართა 1](https://www.live.ge/wp-content/uploads/2023/02/111.jpg)
![ევრო 2025 | ნიონში ახალგაზრდული ნაკრების წილისყრა გაიმართა 2 ევრო 2025 | ნიონში ახალგაზრდული ნაკრების წილისყრა გაიმართა 2](https://www.live.ge/wp-content/uploads/2023/02/222.jpg)
ფინალურ ეტაპს 2025 წლის ზაფხულში სლოვაკეთი უმასპინძლებს, ჩემპიონატი ქვეყნის 8 ქალაქის, 8 სტადიონზე ჩატარდება. სლოვაკეთს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჩატარების გამოცდილება, პირველად 22 წლის წინ ჰქონდა, როდესაც ევრო 2000-ის გამარჯვებული იტალია გახდა, ხოლო ანდრეა პირლო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე.
წყარო: nakrebi.ge