ევროპულ გრანდს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება

პორტუგალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდი, “ბენფიკა” სკანდალშია გახვეული. “ბენფიკას” წინააღმდეგ გამოძიებას, ერთობლივად რამდენიმე უწყება აწარმოებს. იმ შემთხვევაში, თუ ლისაბონურ კლუბს დანაშაული დაუმტკიცდება – UEFA მკაცრ სადამსჯელო ზომებს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულთა სიმძიმიდან გამომდინარე, “ბენფიკა” შესაძლოა ყველა ტურნირიდან მოკვეთონ. სასჯელის ვადა კი 6 თვიდან 3 წლამდე მერყეობს. “ბენფიკას” წინააღმდეგ – კორუფციის, გადასახადების დამალვისა და ცრუ ინფორმაციის გაცემის თაობაზე, 30-ზე მეტ ეპიზოდში მიმდინარეობს გამოძიება.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული და პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, დანებებას არ აპირებს და ბრალდებებს უარყოფს. “ბენფიკას” პრეზიდენტის, ლუის ფილიპე ვიეირას მტკიცებით, კლუბის მიზანმიმართული დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ევროპულ გრანდს ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ემუქრება

სტატიის ავტორი
-