FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ჯანი ინფანტინო იქნება

FIFA-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ჯანი ინფანტინო იქნება. აღნიშნულ პოსზე რეგისტრაციის ვადა 5 თებერვალს ამოიწურა.

FIFA-ს არჩევნების ფორმალური პროცედურა პარიზში 5 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი, იგივე ჯანი ინფანტინო FIFA-ს მოქმედი პრეზიდენტია. იგი პოსტს 2016 წლის 26 თებერვლიდან იკავებს. მანამდე იტალიელი საფეხბურთო ფუნქციონერი UEFA-ს გენერალური მდივანი იყო.

 

FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ ჯანი ინფანტინო იქნება

სტატიის ავტორი
-