FIFA-ს ტურნირში ჩაკვეტაძე რეგილონთან დამარცხდა

იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერებულია და ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ცნობილმა გვერდმა, სახელწოდებით “433,” FIFA 20-ში ტურნირი ჩაატარა.

ტურნირში 32 ქვეყანა მონაწილეობს, სადაც მონაწილეობას გიორგი ჩაკვეტაძეც იღებდა.

ქართველი ფეხბურთელი “სევილიას” მარცხენა მცველს, სერხიო რეგილონს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი დიდი ანგარიშით 3:0-ს იგებდა, თუმცა მეორე ტაიმში, ესპანელმა აშკარად მოუმატა და გიორგის 4 უპასუხო გოლი გაუტანა. საერთო ჯამში ჩაკვეტაძე ანგარიშით 3:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელი “პსჟ-თი” თამაშობდა, ხოლო რეგილიონი, მიუნხენის “ბაიერნით.”

ჩაკვეტაძესთან და რეგილონთან ერთად, გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: რომელუ ლუკაკუ (ბელგია), კრიშტოპ პიონტეკი (პოლონეთი), დეიან ლოვრენი (ხორვატია), ემერიკ ლაპორტი (საფრანგეთი), ჩირო იმობილე (იტალია) და სხვ.

FIFA-ს ტურნირში ჩაკვეტაძე რეგილონთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-