FIFA World Cup | სუპერკომპიუტერმა მუნდიალის გამარჯვებული ივარაუდა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში, ყატარი უმასპინძლებს. სუპერკომპიუტერმა მუნდიალის ტრიუმფატორი ივარაუდა – ინგლისელი გულშემატკივრების სამწუხაროდ, ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, მთავარ ფავორიტად არ დასახელდა.

4 წლის წინ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, დიდიე დეშამის გაწვრთნილმა საფრანგეთის ნაკრებმა გაიბრწყინა. ფრანგებმა ფინალში ხორვატია დაამარცხეს (4:2) და უპრესტიჟულესი სანაკრებო ტურნირის ტრიუმფატორები გახდნენ – 4 წლის შემდეგ, საფრანგეთი კვლავ მთავარი ფავორიტია.

სუპერკომპიუტერმა უნიკალური ალგორითმი გამოიყენა, რომელმაც 1000 შესაძლო სცენარი დააჯამა. საფრანგეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მუნდიალის ტრიუმფით დასრულების 17.93%-იანი შანსი აქვს.

10. ხორვატია – 2.31%
9. პორტუგალია – 5.11%
8. არგენტინა – 6.45%
7. გერმანია – 7.21%
6. ნიდერლანდები – 7.70%
5. ბელგია – 7.90%
4. ინგლისი – 8.03%
3. ესპანეთი – 11.53%
2. ბრაზილია – 15.73%
1. საფრანგეთი – 17.93%

FIFA World Cup | სუპერკომპიუტერმა მუნდიალის გამარჯვებული ივარაუდა

სტატიის ავტორი
-