Forbes-მა 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა

ჟურნალმა Forbes-მა 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი დაასახელა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ლეო მესიმ და კრიშტიანუ რონალდუმ პირველობა დათმეს (2013 წელს სიას დევიდ ბექჰემი ლიდერობდა) და ახლა ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშედ ,,პარი სენ ჟერმენისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი – კილიან მბაპე ითვლება. 23 წლის ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 128 მილიონი დოლარია (110 მილიონი ფეხბურთიდან, 18 მილიონი – სხვა შემოსავალი).

მეორე ადგილზე 120 მილიონი დოლარით ლეო მესია, მესამე ადგილს კი 100 მილიონით კრიშტიანუ რონალდუ იკავებს.

ტოპ ათეულში 30-წლამდე ასაკის მხოლოდ ორი ფეხბურთელი მოხვდა – კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი.

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანზღაურებადი ფეხბურთელი Forbes-ის ვერსიით:

  1. კილიან მბაპე – 128 მილიონი დოლარი
  2. ლეო მესი – 120 მილიონი დოლარი
  3. კრიშტიანუ რონალდუ – 100 მილიონი დოლარი
  4. ნეიმარი – 87 მილიონი დოლარი
  5. მოჰამედ სალაჰი – 53 მილიონი დოლარი
  6. ერლინგ ჰოლანდი – 39 მილიონი დოლარი
  7. რობერტ ლევანდოვსკი – 35 მილიონი დოლარი
  8. ედენ აზარი – 31 მილიონი დოლარი
  9. ანდრეს ინიესტა – 30 მილიონი დოლარი
  10. კევინ დე ბრუინე – 29 მილიონი დოლარი
https://twitter.com/ESPNFC/status/1578401761169215488

Forbes-მა 2022 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა

სტატიის ავტორი
-