ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველები დაასახელა.
ვებგვერდის ვერსიით, Top ათეულს უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ,,არსენალის” მცველი, ოლექსანდრ ზინჩეკო ლიდერობს.
საუკეთესოთა შორის ყველაზე მეტი – 5 ფეხბურთელი პრემიერლიგიდანაა, 2 – ლა ლიგიდან, 1 – ბუნდესლიგიდან, 1 – სერია A-დან, 1 კი – ლიგა 1-დან.
Top 10 მარცხენა მცველი FourFourTwo-ს ვერსიით:
- ოლექსანდრ ზინჩენკო (არსენალი)
- ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტეიდ)
- ტეო ერნანდესი (მილანი)
- ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული)
- ალფონსო დევისი (ბაიერნი)
- ნათან აკე (მანჩესტერ სიტი)
- ფერლან მენდი (რეალი)
- ჟორდი ალბა (ბარსელონა)
- ნუნუ მენდეში (პსჟ)
- ბენ ჩილუელი (ჩელსი)
მიმდინარე სეზონში ოლექსანდრ ზინჩენკოს ანგარიშზე ლონდონის ,,არსენალის” მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.