ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ ,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის 50 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
ტოპ ათეულში ვერ მოხვდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ინგლისურ კლუბში გასულ წელს დაბრუნდა. პორტუგალიელმა რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. როგორც გამოცემა წერს, ამის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ კრიშტიანუმ კარიერის საუკეთესო წლები სხვა გუნდში გაატარა.
FourFourTwo-ს ვერსიით, ,,იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი რაიან გიგზია. სამეულში, ასევე, ბობი ჩარლტონი და ჯორჯ ბესტი მოხვდნენ.
მანჩესტერ იუნაიტედის ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელი FourFourTwo-ს ვერსიით:
- რაიან გიგზი
- ბობი ჩარლტონი
- ჯორჯ ბესტი
- ბრაიან რობსონი
- ერიკ კანტონა
- დენის ლოუ
- დანკან ედვარდსი
- პეტერ შმეიხელი
- უეინ რუნი
- პოლ სქოულზი
რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 330 შეხვედრაში 142 გოლი და 71 საგოლე გადაცემაა. პორტუგალიელს ,,წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.