გალტიემ დაადასტურა, რომ პსჟ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს

,,პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ, ლეო მესის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა:

..მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბის ხელმძვანელობა ლეოს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სასაუბროდ დაუკავშირდა. არ ვიცი, რა მდგომარეობაა…

ვფიქრობ, მესი ,,პსჟ-ში” ბედნიერია. თუმცა, გუნდმა ჯერ მასთან კიდევ უნდა გამოხატოს პოზიცია სპორტულ პროექტთან დაკავშირებით,” – გალტიეს სიტყვებს Get French Football News-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 12 გოლი და 14 საგოლე გადაცემაა.

არგენტინელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გალტიემ დაადასტურა, რომ პსჟ მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავს

სტატიის ავტორი
-