გამარჯვებული პოჩეტინო მაინც დამწუხრებულია

“ტოტენჰემის” თავკაცის მაურისიო პოჩეტინოს სიხარული “მანჩესტერ სიტის” დამარცხებით ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, მისი გუნდის ლიდერის ტრავმამ გააქარწყლა.
გუშინდელ მატჩში სადაც ლონდონელებმა გვარდიოლას ბიჭები 1:0 დაამარცხეს, ჰარი კეინმა კოჭის ტრავმა მიიღო. “ტოტენჰემის” მწვრთნელის აზრით, შესაძლოა კეინმა მიმდინარე სეზონი გამოტოვოს.

“მე დამწუხრებული ვარ ჰარის ტრამვის გამო, მან შესაძლოა გამოტოვოს მიმდინარე სეზონი. მძიმე ტრავმის მიუხედავად, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ჰარი მოედანზე დაბრუნდება და ფორმის აღდგენას მალე შეძლებს. ის რამდენიმე დღეში გაივლის სამედიცინო შემოწმებას და გავიგებთ რამდენ ხანს იუქმებს. ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა, მაგრამ რას ვიზამთ?”- აცხადებს მაურისიო პოჩეტინო.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 17 აპრილს “მანჩესტერ სიტის” კედლებში გაიმართება.

გამარჯვებული პოჩეტინო მაინც დამწუხრებულია

სტატიის ავტორი
-