გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ხულენ ლოპეტეგმა მორიგი ვარჯიშისას „კასტილიის“ 11 ფეხბურთელი გუნდთან ერთად ავარჯიშა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში არაერთი პრობლემაა – აღდგენით პროცესს გადიან ისკო და კარვახალი, ხოლო ბეილი და ბენზემა კი ცალკე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ.

შეგახსენებთ, რომ გასული 4 მატჩის განმავლობაში „რეალმა“ 1 გოლის გატანაც კი ვერ შეძლო. მომდევნო მატჩს „სამეფო კლუბი“ საკუთარ მოედანზე, „ლევანტეს“ წინააღმდეგ გამართავს.

გარეთ ბეილი და კარიმ ბენზემა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ

სტატიის ავტორი
-