გენტის მწვრთნელი: “გიორგისთან მენტალური კუთხით ვმუშაობთ, მას მუხლი ისევ აწუხებს”

გიორგი ჩაკვეტაძე სრულფასოვნად მოედანს ისევ ვერ უბრუნდება. “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართველი ფეხბურთის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

“გიორგისთვის “სერკლ ბრიუგესთან” თამაში ჯერ ნაადრევია. მას მუხლი ისევ აწუხებს და ტკივილი ხშირად დაბრკოლებებს უქმნის. თუმცა, დადებითი მხარე არის ის, რომ ჩაკვეტაძის მდგომარეობა არ გართულდება. ქართველ ფეხბურთელთან უმეტესად მენტალური კუთხით ვმუშაობთ,” – ამბობს ვიმ დე დეკერი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გასულ სანაკრებო პაუზაზე ვლადიმირ ვაისის გუნდში შეკრებაზე გამოცხადდა, თუმცა ტრავმის გამო ის ბელგიაში ნაადრევად დაბრუნდა.

 

გენტის მწვრთნელი: “გიორგისთან მენტალური კუთხით ვმუშაობთ, მას მუხლი ისევ აწუხებს”

სტატიის ავტორი
-