გერმანიის ოლიმპიურმა ნაკრებმა რასისტული შეურაცხყოფის გამო მატჩი შეწყვიტა

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის წინ, გერმანიის ოლიმპიურმა ნაკრებმა ჰონდურასთან ამხანაგური შეხვედრა გამართა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, როცა ანგარიში 1:1 იყო, გერმანელებმა ნაკრების მცველის – ჯორდან ტორუნარიგას რასისტული შეურაცხყოფის გამო, მოედანი ნაადრევად დატოვეს. 23 წლის ფეხბურთელს შეურაცხყოფა მეტოქემ მიაყენა.

გერმანია ოლიმპიადაზე D ჯგუფში ბრაზილიის, საუდის არაბეთისა და კოტ დ’ივუარის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.


გერმანიის ოლიმპიურმა ნაკრებმა რასისტული შეურაცხყოფის გამო მატჩი შეწყვიტა

სტატიის ავტორი
-