გინდა? – ბენზემამ როდრიგოს პენალტის დარტყმა შესთავაზა

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი საოცრება მოახდინა. ნახევარფინალში “სამეფო კლუბმა” “მანჩესტერ სიტი” 3:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ “რეალმა” მესამე გოლი დამატებით დროში, პენალტიდან გაიტანა. თერთმეტმეტრიანი, რომელიც ბენზემამ მოიპოვა, თავადვე დაარტყა.

სოციალურ ქსელებში აღნიშნული მომენტის შესახებ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ბენზემამ დუბლის ავტორსა და მატჩის გმირს, როდრიგოს პენალტის შესრულება შესთავაზა. “გინდა?” – ჰკითხა კარიმმა ბრაზილიელს. როგორ საბოლოოდ ვნახეთ, ახალგაზრდა შემტევმა დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვეღარ აიღო.

გინდა? – ბენზემამ როდრიგოს პენალტის დარტყმა შესთავაზა

სტატიის ავტორი
-