გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,გენტის” შემტევმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, კუნთი გაიწყვიტა და თამაშს მინიმუმ ერთი თვე ვერ შეძლებს.

21 წლის ფეხბურთელმა ბელგიური გუნდის მაისურით ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში ,,ანდერლეხტის” წინააღმდეგ ითამაშა და მოედანზე 80 წუთი გაატარა.

რაც შეეხება ოფიციალურ მატჩს, ჩაკვეტაძე ,,გენტის” განაცხადში ბოლოს 3 მარტს, ,,ეუპენთან” ბელგიის თასის დაპირისპირებაში იყო, თუმცა არ უთამაშია.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა სულ 4 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმის გამო მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს

სტატიის ავტორი
-