გიორგი მიქაუტაძემ ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა (ვიდეო)

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც “ჯვაროსნებმა” მეტოქე – 2:1 დაამარცხეს, ეროვნული გუნდის ახალწვეულმა და პირველი გოლის ავტორმა, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა.

ძალიან გახარებული ვარ, რადგან საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლი გავიტანე და პირველი გამარჯვება მოვიპოვე“, – თქვა ეროვნული გუნდის ახალწვეულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას.

საქართველოს ნაკრების მხრიდან თავი სადებიუტო გოლებით გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ გამოიჩინეს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 ივნისს, კვლავაც ამხანაგურად, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი მიქაუტაძემ ნაკრებში სადებიუტო გოლის გატანის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-