Goal.com დინამო ბათუმის ტრანსფერს გამოეხმაურა

“დინამო ბათუმმა” ახალი სეზონისთვის შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა. გია გეგუჩაძის გუნდმა დღეს ვაგნერ გონსალვეშის, რეინალდოს, გოდფრი ობოაბონასა და ვინისიუსის ტრანსფერები გააოფიციალურა.

გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Goal.com-ის ყურადღება მიიპყრო ბათუმელთა ნიგერიელმა ახალწვეულმა, ობოაბონამ.

“სუპერ არწივების ცენტრალური მცველი კარიერას “დინამო ბათუმში” გააგრძელებს,” – ნათქვამია სტატიაში.

“მაღალი მიზნებისთვის მებრძოლმა ქართულმა გუნდმა, “დინამო ბათუმმა” გოდფრის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.

გია გეგუჩაძის გუნდმა გასული ეროვნული ლიგა მე-2 ადგილზე დაასრულა და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს,” – ვკითხულობთ Goal.com-ზე.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის გოდფრი ობოაბონას ნიგერიის ნაკრებში 44 მატჩი აქვს ჩატარებული. მან 2013 წელს აფრიკის თასი მოიგო და 2014 წლის მუნდიალზეც ითამაშა.

 

Goal.com დინამო ბათუმის ტრანსფერს გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-