Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

ბრიტანულმა ვებგვერდმა, Goal.com-მა, ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა.

გუნდში ყველაზე მეტი – 5 ფეხბურთელი ,,მანჩესტერ სიტიდანაა”, 3 – ,,ინტერიდან”, თითო-თითო კი ,,ნაპოლიდან”, ,,მილანიდან” და ,,რეალიდან”.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის სიმბოლური თერთმეტეული Goal.com-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

მეკარე – ანდრე ონანა (ინტერი)

მცველები – ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ფრანჩესკო აჩერბი, ფედერიკო დიმარკო (ინტერი)

ნახევარმცელები – როდრი, კევინ დე ბრუინე (მანჩესტერ სიტი), ტონალი (მილანი)

თავდამსხმელები – ბერნარდუ სილვა, ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი).

დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ერთმანეთს ,,მანჩესტერ სიტი” და ,,ინტერი” შეხვდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

სტატიის ავტორი
-