რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩში ყაზანის “რუბინი” “უფას” ესტუმრა და – 3:0 იმარჯვა.
გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იყო. 20 წლის ქართველმა ჯერ 30-ე წუთზე, დენის მაკაროვს საგოლე გადაცემა გაუკეათა, 12 წუთის შემდეგ კი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე აღმოჩნდა და სეზონში მესამე გოლი გაიტანა. კვარაცხელიას აქტივში 8 საგოლე გადაცემაცაა.
აღნიშნულ შეხვედრაში “რუბინის” ქართველი 21-ე ნომრის თამაში წამყვანმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემებმა 8 ქულით შეაფასეს, რაც შეხვედრაში მეორე საუკეთესო შედეგი იყო (საუკეთესო ხვიჩას თანაგუნდელი ენის მაკაროვი გახდა, რომელმაც 9 ქულა დაიმსახურა) დეტალური სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- გოლი: 1
- საგოლე გადაცემა: 1
- ბურთთან შეხება: 45
- პასის სიზუსტე: 20/24 (83%)
- საკვანძო გადაცემა: 2
- გრძელი პასი: 1/4
- წარმატებულად შესრულებული დრიბლინგი: 2/3
- მოედანზე მოგებული ორთაბრძოლები: 3/10
- კარში დარტყმა: 2
- კარისკენ დარტყმა: 2
- ჯარიმა: 1
- მის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ: 1
საერთო შეფასება
Whoscored.com: 8.0
Sofascore: 7.6