გრანადასა და მალიორკას შეხვედრაში ლა ლიგის რეკორდი დამყარდა | VIDEO

ლა ლიგის მე-18 ტურში ,,გრანადამ” ,,მალიორკას” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

მატჩში 39 წლისა და 241 დღის ასაკში ჰეთთრიკი გაიფორმა ხორხე მოლინამ – შედეგად, თავდამსხმელი გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ერთ შეხვედრაში 3 გოლის გატანა შეძლო.

მოლინამ ხოაკინ სანჩესის რეკორდი გააუმჯობესა – ,,ბეტისის” შემტევმა 2019 წელს ,,ატლეტიკოს” ჰეთთრიკი 38 წლისა და 140 დღის ასაკში შეუსრულა.

ხორხე მოლინა ლა ლიგაში 2011 წლიდან თამაშობს – ფორვარდს ესპანეთის ჩემპიონატში 69 გოლი აქვს გატანილი.

 


გრანადასა და მალიორკას შეხვედრაში ლა ლიგის რეკორდი დამყარდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-