გრიზმანი: “მბაპე მანჩესტერში მოთამაშე რონალდუს მაგონებს”

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის განცხადებით, მის თანაგუნდელს, კილიან მბაპეს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. გრიზმანს “პსჟ-ს” თავდამსხმელი “მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე რონალდუს აგონებს.

“მპაბე შესანიშნავი მოთამაშეა – იგი “მანჩესტერ იუნაიტედში” მოთამაშე რონალდუს მაგონებს – თამაშობს ფლანგზე, შესანიშნავად ფლობს ბურთს და გააქვს ბევრი გოლი. ჩემი აზრით, კილიანი გოლების გატანას რონალდუს დონეზე შეძლებს, თუმცა გოლის გატანაზე უფრო მეტი უნდა იფიქროს – მბაპე ხომ მხოლოდ მეტოქის კარზე არ არის ორიენტირებული”.

“ვარჯიშის დროს მბაპეს გოლი თითქმის არასდროს არ გააქვს და დარწმუნებული ვარ, თუკი ამ საკითხზე ყურადღებას გაამახვილებს, მბაპესგან ნამდვილ გოლეადორს მივიღებთ”, – აღნიშნა გრიზმანმა France Football-თან საუბრისას.

გრიზმანი: “მბაპე მანჩესტერში მოთამაშე რონალდუს მაგონებს”

სტატიის ავტორი
-