გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას

ცნობილმა გამოცემა “GIVE MESPORT-მა” გამოაქვეყნა მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობა. მთავარი ვარსკვლავი რა თქმა უნდა კილიან მბაპეა.

მეკარე – იან ობლაკი 

ობლაკი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. იანი მხოლოდ 26 წლის არის და კარიერის დიდი ნაწილი წინ აქვს. თავისუფლად შეიძლება, რომ ობლაკი მომავალი ათწლეულის საუკეთესო მეკარედ მოვიაზროთ.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 1

მარჯვენა მცველი – ტრენტ ალექსანდრ არნოლდი 

ახალგაზრდა ინგლისელი მცველი საოცარ პროგრესს განიცდის და უნდა ვივარაუდოთ, რომ არნოლდი მომავალი 10 წლის მანძილზე თავის პოზიციაზე საუკეთესო იქნება. ტრენტი სულ რაღაც 21 წლის გახლავთ.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 2

ცენტრალური მცველი – მატეის დე ლიხტი 

ტურნელებმა ჰოლანდიელი მცველი საკმაოდ მაღალ ფასად შეიძინეს. დე ლიხტზე გაცემულია დიდი ავანსები და ჯერჯერობით ჰოლანდიელი ამართლებს. 20 წლის მცველი, ასაკის მიუხედავად ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 3

ცენტრალური მცველი – ემერიკ ლაპორტი 

ლაპორტი ამჟამად 25 წლის არის და 2030 წლისთვის 35ის იქნება. 35 წელი კი მცველისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ლაპორტის ფიზიკური და საფეხბურთო მონაცემებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ წლებში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 4

მარცხენა მცველი – ენდრიუ რობერტსონი

“ლივერპულის” მარცხენა მცველი უკონკურენტოა. მარსელო, ხორდი ალბა და დავიდ ალაბა უკვე ასაკში შედიან და საუკეთესოობას ენდრიუს გადააბარებენ. რობერტსონი დღეს უკვე ძალიან საიმედო და სტაბილური მარცხენა მცველია.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 5

ცენტრალური ნახევარმცველი – ფილ ფოდენი

19 წლის ფეხბურთელი პეპ გვარდიოლამ აღმოაჩინა. ფოდენი დღეს უდიდეს ტალანტად ითვლება და თუ გავითვალისწინებთ ვის დარიგებებს ისმენს ყოველდღე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფოდენი მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 6
ცენტრალური ნახევარმცველი – ფრენკი დე იონგი

ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ჰოლანდიელი მომავალში თავის პოზიციაზე საუკეთესო იქნება. დე იონგი თავის ასაკის მიუხედავად დღესაც საკმაოდ საიმედო ნახევარმცველია.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 7

ცენტრალური ნახევარმცველი – არტური

კატალონიელთა მეორე ახალგაზრდა პერსპექტიული ნახევარმცველი. არტურმა სულ მალე შეაყვარა გულშემატკივრებს თავი და როდესაც ბრაზილიელი შემადგენლობაში არ იმყოფება, “ბარსელონას” თამაში უსახური ხდება. არტურთან ერთად “ბლაუგრანა” ძალიან ლამაზ და კარგ ფეხბურთს თამაშობს.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 8

მარჯვენა გარემარბი – ლიონელ მესი

არგენტინელი სუპერ ვარსკვლავი 2030 წლისთვის 42 წლის იქნება და დიდი ალბათობით კარიერა დასრულებული ექნება, მაგრამ მთელი მსოფლიო იმედოვნებს, რომ მესი კარიერის დასრულებამდე მოახერხებს ისეთი რამის გაკეთებას, რომ შემდეგი ათწლეულის თერთმეტეულში ადგილს დაიმკვიდრებს.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 9

მარცხენა გარემარბი – კილიან მბაპე

თუ გავითვალისწინებთ 20 წლის ასაკში მბაპე რა ფეხბურთს თამაშობს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ფრანგი შემდეგი 10 წლის მანძილზე ამ შემადგენლობის მთავარი ვარსკვლავი იქნება.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 10

ცენტრალური თავდამსხმელი – ერლინგ ჰოლანდი

ახალგაზრდა ნორვეგიელმა მოახერხა და უკვე მთელ მსოფლიოს მოაწონა თავი. ერლინგს უდიდესი მომავალი აქვს და თუ ასე გააგრძელა იგი ნამდვილად იქნება შემდეგი ათწლეულის საუკეთესო თავდამსხმელი.

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 11

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას 12

გთავაზობთ მომავალი ათწლეულის სავარაუდო შემადგენლობას

სტატიის ავტორი
-