გვარდიოლა: ,,ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ თავდამსხმელმა სამი მეტრიდან ვერ გაგვიტანა”

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომელუ ლუკაკუს გაფუჭებული მომენტი გაიხსენა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ,,ბარსელონაში” ხავის დრო უნდა მისცენ:

,,ხავის ცოტა დრო მიეცით, ჩვენ 8 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო…

ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა თავით სამი მეტრიდან ვერ გაგვიტანა,” – განაცხადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ინტერს” 1:0 მოუგო. მატჩის მიწურულს ,,ნერაძურის” გათანაბრება შეეძლო, თუმცა რომელუ ლუკაკუმ რეალური შანსი ვერ გამოიყენა.

https://twitter.com/ESPNFC/status/1670845894323732480

გვარდიოლა: ,,ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ თავდამსხმელმა სამი მეტრიდან ვერ გაგვიტანა”

სტატიის ავტორი
-