გვარდიოლა კონტეს გადაწყვეტილებას აფასებს | 18-თვიანი კონტრაქტი გახანგრძლივების ქვეპუნქტით

ანტონიო კონტეს “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას არაერთი გამოხმაურე მოჰყვა, მათ შორის პეპ გვარდიოლასგანაც.

გვარდიოლამ კონტეს გადაწყვეტილება მოუწონა – იტალიელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან 18-თვიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც თავის თავში გახანგრძლივების ქვეპუნქტსაც მოიცავს.

“ანტონიო კონტემ წარმატებას ფაქტობრივად ყველგან მიაღწია, რაც მის კარიერაზე დადებითად მეტყველებს. ის აბსოლუტურად ყველასგან გამორჩეული სპეციალისტია”, – აცხადებს გვარდიოლა.

2 ნოემბერს, კონტესა და ინგლისურ კლუბს შორის ოფიციალური ხელშეკრულების დადება საფეხბურთო ექსპერტების მხრიდანაც დადებითად შეფასდა.

“ჩელსის” ყოფილმა მწვრთნელმა, რომელმაც ლურჯებს 2016/17 წლების სეზონში პრემიერ ლიგის ტიტული, შემდეგ სეზონში კი FA თასი მოაგებინა, სერია A-დან (ინტერის მწვრთნელის პოსტი) წასვლის შემდეგ, პირველი მენეჯერული პოსტი მოირგო და ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა.

გვარდიოლა კონტეს გადაწყვეტილებას აფასებს | 18-თვიანი კონტრაქტი გახანგრძლივების ქვეპუნქტით

სტატიის ავტორი
-