გვარდიოლა: ,,მატჩამდე ჰოლანდს ვუთხარი, რომ უპამეკანოს 65-დან 70 წუთამდე ფეხი დაუცდებოდა, ის კი ბურთს სამჯერ შეეხებოდა და გაიტანდა”

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ბაიერნთან” მატჩში ერლინგ ჰოლანდის გატანილი გოლის შესახებ დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა:

ჟურნალისტი: როგორც წესი, ჰოლანდს გოლის გასატანად მხოლოდ ერთ შეხება სჭირდება. ,,ბაიერნთან” შეხვედრაში ბურთს სამჯერ შეეხო. როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ სჭირდება მას ბურთთან ასე ცოტა შეხება?

გვარდიოლა: ეს ფეხბურთია, ხან ერთი შეხება გჭირდება, ხან – ორი, ხან – სამი, ხანაც – ათი. ეს არ არის პროგრამა და ხელოვნური ინტელექტი, შენ ფეხბურთელს არ მართავ. იცით რატომ დასჭირდა სამი შეხება? იმიტომ, რომ უპამეკანოს ფეხი დაუცდა…

მატჩამდე ერლინგს ვუთხარი: ,,65-დან 70 წუთამდე უპამეკანოს ფეხი დაუცდება, შენ ბურთს სამჯერ შეეხები და გოლს გაიტან.” ყველაფერი სწორედ ასე მოხდა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 48 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

გვარდიოლა: ,,მატჩამდე ჰოლანდს ვუთხარი, რომ უპამეკანოს 65-დან 70 წუთამდე ფეხი დაუცდებოდა, ის კი ბურთს სამჯერ შეეხებოდა და გაიტანდა”

სტატიის ავტორი
-