ჰამბურგის მწვრთნელი: “ჩაკვეტაძეს სურს რომ ისწავლოს, ეს გადამწყვეტია”

“ჰამბურგის” მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გუნდის ქართველ ახალწვეულ, გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა.

გერმანელმა სპეციალისტმა 22 წლის ნახევარმცველის მონდომება გამოარჩია.

“როდესაც ბურთი აქვს, გიორგი ნამდვილად კარგია. თუმცა, ჩაკვეტაძეს ბევრი აქვს სამუშაო მის გარეშე თამაშზე. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მას სწავლა უნდა – ეს ჩემთვის გადამწყვეტია,” – ამბოს ვალტერი.

გერმანულ მედიაში ისიც დაიწერა, რომ გიორგი გუნდური ვარჯიშის შემდეგ, მოედანზე რჩება და ინდივიდუალურად ემზადება. ჩაკვეტაძე სეზონის განახლებამდე ფორმის აღდგენას მაქსიმალურად ცდილობს.

ჰამბურგის მწვრთნელი: “ჩაკვეტაძეს სურს რომ ისწავლოს, ეს გადამწყვეტია”

სტატიის ავტორი
-