მოურინიო: ,,ნეაპოლელებს, ფეხბურთელებსა და სპალეტის სკუდეტოს მოგებას ვულოცავ”

,,რომას” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ,,ნაპოლისთან” მატჩის წინ, ნეაპოლური გუნდის საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა:

..როგორი ,,ნაპოლი” იქნება ხვალ საღამოს? ისეთივე, როგორც ყოველთვის. ვამტკიცებ, რომ მათ უკვე მოიგეს სკუდეტო და დამსახურებულადაც. ვულოცავ ნეაპოლელებს, ფეხბურთელებსა და ლუჩანო სპალეტის, მათ მოიგეს სერია A და ღირსეული გამარჯვებულები არიან. ისინი უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და ახლა არ არსებობს გუნდი, რომელსაც მათთან კონკურენცია შეუძლია. სკუდეტო მათ ეკუთვნით.

კაპიტულაციას არ ვაპირებთ, მაგრამ მათ ჩემპიონატი უკვე მოიგეს,” – განაცხადა მოურინიომ.

სერია A-ს 19 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის” 50 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,მილანს” 12 ქულით უსწრებს.

ხვალ სპალეტის გუნდი ,,რომას” უმასპინძლებს, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

მოურინიო: ,,ნეაპოლელებს, ფეხბურთელებსა და სპალეტის სკუდეტოს მოგებას ვულოცავ”

სტატიის ავტორი
-