ჰოლანდი, ლუკაკუ, იკარდი და 2019/20 წლების სეზონის ტოპ-15 ტრანსფერი

ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების, მათი სათამაშო ფორმის, ნაჩვენები რეზულტატებისა და კლუბის შედეგზე მოხდენილი გავლენის მიხედვით, Goal.com-მა გასული 2 სატრანსფერო ფანჯრის საუკეთესო შენაძენების თხუთმეტეული შეადგინა.

Goal.com-ის მიერ შედგენილი თხუთმეტეულის მე-15 ადგილს გაბრიელ მარტინელი იკავებს. 18 წლის ტალანტის სანაცვლოდ, “არსენალმა” 6 მილიონი ფუნტი გადაიხადა. მე-10 ადგილს როდრი იკავებს, რომელიც “მანჩესტერ სიტის” 63 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა – პირველ ადგილზე კი “ზალცბურგიდან” “დორტმუნდში” 20 მილიონ ევროდ გადასული ერლინგ ჰოლანდი იმყოფება.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჰოლანდმა “დორტმუნდის” მესვეურების მოლოდინები არა მხოლოდ გაამართლა – არამედ ნამდვილად შეძლო განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა. “დორტმუნდის” მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში, 19 წლის ვარსკვლავმა 12 გოლის გატანა შეძლო. ჰალანდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგის 4 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

15. გაბრიელ მარტინელი “იტუანო” – “არსენალი” 6 მილიონი ფუნტი

14. აარონ ვან-ბისაკა “კრისტალ პალასი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 50 მილიონი ფუნტი

13. ნაბილ ფეკირი “ლიონი” – “ბეტისი” 20 მილიონი ევრო

12. იულიან ბრანდტი “ლევერკუზენი” – “დორტმუნდი” 25 მილიონი ევრო

11. ჰარი მაგუაირი “ლესტერი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 80 მილიონი ფუნტი

10. როდრი “ატლეტიკო” – “მანჩესტერ სიტი” 63 მილიონი ფუნტი 

9. კრისტოფერ ნკუნკუ “პსჟ” – “ლაიფციგი” 15 მილიონი ევრო

8. დეიან კულუსევსკი “ატალანტა” – “პარმა” იჯარა

7. ალექსანდერ სორლოტი “კრისტალ პალასი” – “ტრაბზონსპორი” იჯარა

6. ტორგან აზარი “გლადბახი” – “დორტმუნდი” 40 მილიონი ევრო

5. ვისამ ბენ იედერი “სევილია” – “მონაკო” 40 მილიონი ევრო

4. ბრუნო ფერნანდესი “სპორტინგი” – “მანჩესტერ იუნაიტედი” 68 მილიონი ფუნტი 

3. მაურო იკარდი “ინტერი” – “პსჟ” იჯარა

2. რომელუ ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედი” – “ინტერი” 74 მილიონი ფუნტი 

1. ერლინგ ჰალანდი “ზალცბურგი” – “დორტმუნდი” 20 მილიონი ევრო

ჰოლანდი, ლუკაკუ, იკარდი და 2019/20 წლების სეზონის ტოპ-15 ტრანსფერი

სტატიის ავტორი
-