ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ფრენკი დე იონგი

“აიაქსის” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი იოჰან კრუიფის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ეს პრიზი ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს გადაეცემა. 2018/19 სეზონის “ერედივიზიონში”, 22 წლის ჰოლანდიელმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 ბურთი და გააკეთა 3 შედეგიანი გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად 1 ივლისს გახდება.

ასევე იხილეთ: დე იონგის საინტერესო განცხადება მესის შესახებ

ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ფრენკი დე იონგი

სტატიის ავტორი
-