ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა მანჩესტერ სიტიში ცნობილია

ერლინგ ჰოლანდის “მანჩესტერ სიტიში” ტრანსფერის დეტალები ცნობილი ხდება.

გერმანული გამოცემის, Bild-ის ინფორმაციით, ნორვეგიელ ფეხბურთელს გუნდის დატოვება 2024 წელს იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ გააქტიურდება გამოსასყიდი თანხა, 128 მილიონი ევრო. აქვე გეტყვით, რომ ერლინგის სანაცვლოდ “სიტიმ” 60 მილიონი ევრო გადაიხადა. 21 წლის თავდამსხმელს გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდის ანაზღაურება მანჩესტერულ კლუბში კვირაში 375 ათას ევროს შეადგენს. კევინ დე ბრუინესთან ერთად ნორვეგიელი “სიტის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

 

ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა მანჩესტერ სიტიში ცნობილია

სტატიის ავტორი
-