ჰოლანდის მამამ დაასახელა გუნდები, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ერლინგი გადასულიყო

,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მამამ, ალფ-ინგე ჰოლანდმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი შვილის გადაბირებით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა:

,,ჩვენს სიაში ,,მანჩესტერ სიტი” პირველი იყო, ,,ბაიერნი” – მეორე, ,,რეალი” – მესამე, ,,პარი სენ ჟერმენი” კი – მეოთხე.

ასევე, განვიხილეთ სხვა ინგლისურ გუნდში გადასვლის შესაძლებლობაც, მათ შორის ,,ლივერპულსა” და ,,ჩელსიში”. იყო ,,ბარსელონას” ვარიანტიც. ჩვენ ამ კლუბებს თანაბარ დონეზე ვაყენებდით,” – განაცხადა ალ-ინგე ჰოლანდმა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 14 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ნორვეგიელმა თავი პრემიერლიგის მე-7 ტურში, ,,ვულვზთან” მოგებულ მატჩშიც, გამოიჩინა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ინგლისის ჩემპიონატის პირველ 4 გასვლით თამაშში შეძლო.

ჰოლანდის მამამ დაასახელა გუნდები, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ერლინგი გადასულიყო

სტატიის ავტორი
-