იაპონელი ფეხბურთელების გასაოცარი საქციელი (ფოტო)

აზიური თამაშების ფინალში, იაპონიის ნაკრები ყატართან ანგარიშით 3:1 დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი გასახდელში შესულმა იაპონელებმა მორიგი ღირსეული საქციელი ჩაიდინეს, რომელიც ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებისგან აღარ გვიკვირს.

იაპონელებმა გასახდელები ბოლომდე დაალაგეს, ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინეს და შემდეგ დაფაზე სიტყვები “დიდი მადლობა” სამ ენაზე, ინგლისურად, არაბულად და იაპონურად დატოვეს.

შეგახსენებთ რომ ეს პირველი შემთხვევა არაა როდესაც იაპონელები ასეთ საქციელს სჩადიან, მათ გასახდელი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რუსეთშიც დაალაგეს, ხოლო იაპონელი გულშემატკივრები მატჩის შემდეგ ტრიბუნებს ყველა მუნდიალზე ალაგებენ.

იაპონელი ფეხბურთელების გასაოცარი საქციელი (ფოტო) 1

იაპონელი ფეხბურთელების გასაოცარი საქციელი (ფოტო)

სტატიის ავტორი
-