იბრამ ლეაოს კონტრაქტზე იხუმრა: ,,მის გამო თითქმის უფასოდ ვთამაშობ, ჩემი სახლიც უნდა?”

,,მილანის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ლეაოსა და ,,როსონერის” შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ხუმრობით გამოეხმაურა:

,,მის გამო ხელფასი შევიმცირე, თითქმის უფასოდ ვთამაშობ. ჩემი სახლიც უნდა?” – თქვა ზლატანმა DAZN-თან ინტერვიუში.

გასული წლის ბოლოს დაიწერა, რომ ლეაოს ,,მანჩესტერ სიტი” ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს სთავაზობდა, რაც მის ამჟამინდელ ანაზღაურებაზე ორჯერ მეტია.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,როსონერის” მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

https://twitter.com/FaktaSepakbola/status/1630177516324524032

იბრამ ლეაოს კონტრაქტზე იხუმრა: ,,მის გამო თითქმის უფასოდ ვთამაშობ, ჩემი სახლიც უნდა?”

სტატიის ავტორი
-