იგუაინი: 2014 წელს კარიერის დასრულება მინდოდა

გონსალო იგუაინი იმ არგენტინის ნაკრების წარმომადგენელია, რომელიც 2014 წლის მუნდიალის ფინალში გავიდა, სადაც გერმანიის ნაკრებთან დამატებით დროში 1:0 დამარცხდა.

ფინალში, “პიპიტას” ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ მან ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა. ეს მომენტი მთლიანად არგენტინის ნაკრებისთვის იყო მტკივნეული.

მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა იმ განცდებზე ისაუბრა, რომელიც მას ფინალის შემდეგ დაეუფლა: “თამაშის შემდეგ კარიერის დასრულება მინდოდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ვფიქრობდი რომ ყველას ვეზიზღებოდი. ჩემთვის ძალიან რთული იყო იმ პერიოდში ცხოვრება, მაგრამ დედაჩემმა ყველაფერი მოაგვარა. მისი თანაგრძნობით და ყოველდღე გამუდმებული ლაპარაკით, რომ ფეხბურთისთვის თავი არ უნდა დამენებებინა, შედეგი გამოიღო. სიმართლეა, რომ 2014 წელს ფეხბურთი მძულდა, მაგრამ მე მიყვარს დედაჩემი და მისი თხოვნა გავითვალისწინე.”

იგუაინი ამჟამად ტურინში იმყოფება და სხვა ფეხბურთელების მსგავსად მთავრობის მიერ დადგენილ საკარანტინო წესებს იცავს.

იგუაინი: 2014 წელს კარიერის დასრულება მინდოდა

სტატიის ავტორი
-