იგუაინი: ,,არგენტინის ნაკრებისთვის თამასა ჩვენ ავწიეთ”

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, გონსალო იგუაინის თქმით, ახლა ,,ალბისელესტესგან” გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას ითხოვენ:

,,ჩვენს თაობამდე ხალხი არგენტინის ეროვნული ნაკრებისგან მეოთხედფინალში გასვლას ითხოვდა, ახლა კი ჩემპიონობას ითხოვენ.

და ვინ აწია ეს თამასა? ჩვენ, სამ ფინალში გასვლით,” – იგუაინის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.


იგუაინი არგენტინის ნაკრებში 2009-2018 წლებში თამაშობდა. თავდამსხმელმა ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის (ორჯერ) ფინალებში ითამაშა.

არგენტინა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში, მექსიკასთან, საუდის არაბეთთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

იგუაინი: ,,არგენტინის ნაკრებისთვის თამასა ჩვენ ავწიეთ”

სტატიის ავტორი
-