იკარდის სამომავლო გადაწყვეტილება მიღებული აქვს 

როგორც ჩანს, მაურო იკარდიპსჟ-ში” თამაშით კმაყოფილია. არგენტინელ თავდამსხმელს პარიზულ გრანდში დარჩენა სურს.

“პარიზში თავს კარგად ვგრძნობ, ამ ეტაპზე კლუბის წარმომადგენლებს არ შევხვედრივარ, რადგან წინ კიდევ 4-5 თვეა. მაისში, როცა სეზონი დასრულდება დავსხდებით და დავილაპარაკებთ. ბედნიერი ვიქნები, თუ “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენის შესაძლებლობა მომეცემა.

ეს ჩემთვის და თანაგუნდელებისთვის კარგი პერიოდია. სეზონის კარგი პირველი ნაწილი ჩავატარეთ და ჩვენი გარჯით კმაყოფილები ვართ”,-თქვა 26 წლის ფორვარდმა.

იკარდის საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონის რიგებში მართლაც საოცარი შედეგიანობა აქვს, მისი დარტყმების 70% ზუსტი აღმოჩნდა, ყველა ტურნირზე კი 17 ბურთი შეაგდო და 4 საგოლე პასი გააკეთა.

იკარდის სამომავლო გადაწყვეტილება მიღებული აქვს 

სტატიის ავტორი
-