იკერ კასილასმა პორტუგალიური ფეხბურთი გააერთიანა

იკერ კასილასის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მთელი საფეხბურთო სამყარო გააერთიანა. მას ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და საფეხბურთო მოღვაწეები მხარდაჭერას უცხადებენ.

კასილასი გასულ კვირას “პორტოს” სავარჯიშო მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს – მას გულის შეტევა ჰქონდა და ამჟამად, იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულისთვის “ბენფიკა” და “პორტო” გამალებით იბრძვიან, კასილასისადმი გამამხნევებელი სიტყვები არც “ბენფიკას” მთავარმა მწვრთნელმა დაიშურა: “კასილასმა პორტუგალიური ფეხბურთის დონე ასწია. იმედი მაქვს, რომ იგი მოედანს მალე დაუბრუნდება,” განაცხადა ბრუნო ლაგემ.

აღნიშნულ საკითხს ლისაბონის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელიც გამოეხმაურა: “იკერს ყველაფერ კარგს ვუსურვებ. იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად დასრულდება,” აღნიშნა მარსელ კაიზერმა.

იკერ კასილასმა პორტუგალიური ფეხბურთი გააერთიანა

სტატიის ავტორი
-