ინიაკი უილიამსმა 9 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

“ბილბაოს” შემტევმა, ინიაკი უილიამსმა 9 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. განახლებულ კონტრაქტზე თანხმობის შემდეგ, უილიამსი 2028 წლამდე დარჩება ბასკურ კლუბში.

განახლებული კონტრაქტის თანახმად, ინიაკი უილიამსის გამოსასყიდი თანხა 135 მილიონ ევროს შეადგენს. 25 წლის უილიამსი “ბილბაოს” აკადემიის აღზრდილია. ძირითადი გუნდის მაისური კი უილიამსმა 2014 წელს მოირგო. ბასკების რიგებში ჩატარებულ 157 შეხვედრაში, უილიამსმა 33 გოლის გატანა შეძლო.

ინიაკი უილიამსმა 9 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი 1

ინიაკი უილიამსმა 9 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

სტატიის ავტორი
-