ეროვნული ლიგიდან სლოვაკეთის ჩემპიონატში – დავით მუჯირი ფორტუნა ლიგაში ითამაშებს

ახალგაზრდა თავდამსხმელი, დავით მუჯირი, ეროვნულ ლიგას ტოვებს და ლეგიონერის სტატუსს მოირგებს.

22 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს ქობულეთის “შუქურაში” ირიცხებოდა, სლოვაკეთის ჩემპიონატში ითამაშებს. ის ფორტუნა ლიგის ბინადარ “ზლატე-მორავცეში” გადაბარგდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ზლატე-მორავცე” 2007 წელს სლოვაკეთის თასის გამარჯვებული გახდა, ბოლო წლებში კი საპრიზო ადგილებისთვის იბრძის. წინა სეზონში გუნდმა უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევი ეტაპის საგზურისთვის გაამრთულ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და საერთაშორისო სარბიელამდე 1 ნაბიჯი დააკლდა.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც 35-ე საფეზბურთო სკოლის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში “საბურთალოსა” და “დინამო თბილისის” აკადემიებში, ასევე საჩხერის “ჩიხურაში” და “ვიტ ჯორჯიაში”, უცხოეთში კი, თურქული “ადანასპორის” 19-წლამდელთა გუნდში, და რუმინული “შერიფის” მეორე შემადგენლობაში უთამაშია.

ეროვნული ლიგიდან სლოვაკეთის ჩემპიონატში – დავით მუჯირი ფორტუნა ლიგაში ითამაშებს

სტატიის ავტორი
-