ინტერი დიბალას ტრანსფერს რამდენიმე დღეში დაადასტურებს

ტურინის ,,იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელი, პაულო დიბალა კარიერას ,,ინტერში” გააგრძელებს.

მილანური გუნდი 28 წლის შემტევის ტრანსფერს ოფიციალურად მომავალ კვირას, 20 ან 21 ივნისს, დაადასტურებს. იტალიური პრესის ცნობით, ,,ნერაძურის” პრესსამსახური თავდამსხმელის პრეზენტაციისთვის განსაკუთრებულ ვიდეოს ამზადებს.

დიბალამ ,,ინტერთან” 4-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და ახალ გუნდში ხელფასის სახით სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს.

არგენტინელი ,,იუვენტუსში” 2015 წელს ,,პალერმოდან” გადავიდა. მის ანგარიშზე ტურინული კლუბის მაისურით ჩატარებულ 293 შეხვედრაში 115 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა.

 

ინტერი დიბალას ტრანსფერს რამდენიმე დღეში დაადასტურებს

სტატიის ავტორი
-