იოვეტიჩი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ევროპის ტოპ 5 ლიგაში გაიტანა

,,ჰერტას” ახალწვეულმა, სტევან იოვეტიჩმა, ,,კიოლნთან” ბუნდესლიგის სადებიუტო შეხვედრაში თავი გოლით გამოიჩინა. მონტენეგროელს ახლა გოლი უკვე ევროპის ტოპ 5 ლიგაში აქვს გატანილი, რაც ისტორიაში სულ მეორე შემთხვევაა.

იოვეტიჩმა ფლორინ რედუჩოიუს შედეგი გაიმეორა – რუმინელი 90-იან წლებში სერია ა-ს რამდენიმე გუნდში თამაშობდა, სადაც არაერთი გოლი გაიტანა, გარდა ამისა, შემტევმა გოლების გატანა ლა ლიგაში (ესპანიოლის მაისურით), პრემიერლიგაში (ვესტ ჰემის მაისურით), ბუნდესლიგაში (შტუტგარტის მაისურით) და ლიგა 1-შიც (მონაკოს მაისურით) შეძლო.

რაც შეეხება იოვეტიჩს, 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სერია ა-ში 41 გოლია, პრემიერლიგაში – 8, ლა ლიგაში – 6, ლიგა 1-ში კი – 18.


 

იოვეტიჩი გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ევროპის ტოპ 5 ლიგაში გაიტანა

სტატიის ავტორი
-