ისტორიაში პირველად – შახტარის თერთმეტივე ფეხბურთელი უკრაინელი იყო

5 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მესამე ტურში, მადრიდის “რეალმა” დონეცკის “შახტარს” უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

ამ მატჩში საინტერესო და “ისტორიული” ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, “შახტარის” ძირითად შემადგენლობაში თერთმეტივე ფეხბურთელი უკრაინელი იყო, ასეთი ფაქტი კი უკრაინული კლუბის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

https://twitter.com/FCShakhtar/status/1577754858551218177

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე უკრაინული კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ 2 ლეგიონერი ირიცხება. ხორვატი ნახევარმცველი – ნევედ ჯურასეკი და ბურკინა ფასოელი – ლასინა ტრაორე.

წინა სეზონში კი დონეცკელთა შემადგენლობაში 8 ბრაზილიელი ირიცხებოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინული კლუბი ყველა ლეგიონერმა დატოვა.

ისტორიაში პირველად – შახტარის თერთმეტივე ფეხბურთელი უკრაინელი იყო

სტატიის ავტორი
-