იტალია ევრო-2020-ის გადადებას ითხოვს

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, UEFA-ს ევრო-2020-ის გადადების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ განაცხადა.

“UEFA-ს ევროპის ჩემპიონატის გადადების მოთხოვნით მივმართავთ. ყველა ღონეს ვიხმართ, რათა სერია ა და ადგილობრივი ჩემპიონატები წესების მიხედვით დასრულდეს. ჩვენი კლუბების მიერ გაღებული მსხვერპლისა და ინვესტიციების შემდეგ, ეს ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებად მიგვაჩნია.”

“იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ჩემპიონატები მაისში უნდა განახლდეს – ვარჯიშის საკითხს დროებით გვერდს ავუვლიდი. დავტოვოთ ბიჭები სახლში. მათ ფიზიკური და მენტალური ენერგია უნდა აღიდგინონ”, – აღნიშნა გაბრიელე გრავინამ.

იტალია ევრო-2020-ის გადადებას ითხოვს

სტატიის ავტორი
-