იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკნითი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ,,სკუადრა აძურა” 12 ნოემბერს შვეიცარიას უმასპინძლებს, 15-ში კი ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.
იტალიელთა განაცხადში 28 ფეხბურთელია:
მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა), ალესიო კრანიო (კალიარი)
მცველები – ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონი (ჩელსი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), დავიდე კალაბრია (მილანი)
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (ინტერი), ნიკოლო ძანიოლო, ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ტომაზო პობეგა (ტორინო), სანდრო ტონალი (მილანი)
თავდამსხმელები – ანდრეა ბელოტი (ტორინო), ჩირო იმობილე (ლაციო), ფედერიკო ბერნარდესკი, ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო).
იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის C ჯგუფში 14 ქულით ლიდერობს, 14 ქულა აქვს მეორეადგილოსან შვეიცარიასაც.
#Nazionale 🇮🇹
📋 I 28 #Azzurri convocati dal Ct #Mancini per le gare di qualificazione al #Mondiale contro #Svizzera e #IrlandaDelNord
La notizia 👉🏻 https://t.co/ch2lwSJpJu#WCQ #VivoAzzurro pic.twitter.com/Y9ma5S2UXY
— Nazionale Italiana ⭐️⭐️⭐️⭐️ (@Azzurri) November 5, 2021