იტალიის ნაკრებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

,,სკუადრა აძურამ” ზედიზედ 1 144 წუთის განმავლობაში კარი მშრალად შეინახა, რაც სანაკრებო დონეზე ისტორიაში პირველად მოხდა. მსოფლიო რეკორდი აქამდეც იტალიელებს ეკუთვნოდათ – 1972-1974 წლებში დინო ძოფი გოლს 1 143 წუთი არ უშვებდა.

იტალიისა და ავსტრიის მატჩი დამატებით დროში რობერტო მანჩინის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ,,სკუადრა აძურას” მომავალი მეტოქე ბელგიისა და პორტუგალიის შეხვედრაში გაირკვევა.



 

იტალიის ნაკრებმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-