იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ინტერს განაჩენი გამოუტანა

26 დეკემბერს, იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ტურის ცენტრალური მატჩი მილანში, კერძოდ კი სან-სიროს სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა “ინტერმა” “ნაპოლის” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის მე-80 წუთზე ნაპოლის მცველი – კალიდო კულიბალი პოლიტანოსთან უხეშობის გამო მოედნიდან გააძევეს. სენეგალელი მცველის უხეშმა თამაშმა გულშემატკივრებში აგრესია გამოიწვია და იგი მოედნიდან რასისტული შეძახილებით გააცილეს. ამ ფაქტმა აღაშფოთა ნაპოლის მთავარი მწვრთნელი – კარლო ანჩელოტი და ნაპოლის ყველა ფეხბურთელი. მათ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდეს, რომ გამოეძიათ ეს ფაქტი და შესაბამისი ზომები მიეღოთ.

რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მილანის “ინტერი” დისკვალიფიკაციით დასაჯა და მილანური კლუბი მომავალ 2 თამაშს, რომელსაც ისინი შინ ჩაატარებენ, ცარიელ ტრიბუნებზე შეხვდება.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კულიბალის მხარდაჭერა კრიშტიანუ რონალდუმ გამოუცხადა და სოციალურ ქსელ instagram-ზე პოსტი მიუძღვნა, სადაც წერია: “მე ფეხბურთში მხარს ვუჭერ მეტოქის პატივისცემას. არა რასიზმს. გამაგრდი მეგობარო”

 

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ინტერს განაჩენი გამოუტანა

სტატიის ავტორი
-