“კვარას და ოსიმენის თამაშის შანსი დაბალია” – იტალიური მედია ნაპოლის სეზონის პირველ მატჩზე საუბრობს
20 ივლისს იტალიის სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” დიმაროში მიმდინარე წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. იტალიის აწ უკვე 3-გზის ჩემპიონი ნახევრადსამოყვარულო კლუბ “ანუანე ვალ დი ნონს” დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. იტალიური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით არ ითამაშებს, ისევე როგორც წინა სეზონში გუნდის […]
“განახლების შესაძლებლობა კვარას შესანარჩუნებლად” – იტალიური მედია პოტენციური კონტრაქტის შესახებ საუბრობს
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაპოლის” და კონკრეტულად, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს და საამისოდ, 22 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის განახლებული კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “ნაპოლის” საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის სულ მცირე 2028 წლამდე შენარჩუნება სურს და ამ დრომდე სატრანსფერო შემოთავაზებებისგან მის დაბლოკვას აპირებს. საამისოდ, დე ლაურენტისის გუნდს […]
განახლებული შეთავაზება ნაპოლის – ნიუკასლი 100 მილიონზე მეტს იხდის
ევროპული მედიის ინფორმაციით, “ნიუკასლმა” საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებისთვის “ნაპოლის” განახლებული შეთავაზება გაუგზავნა. ახალ შეთავაზებაში ნაცვლად 82 მილიონი ევროსი, რომელიც, პირველ წინადადებაში იყო დასახელებული, “კაჭკაჭები” 100 მილიონ ევროს იხდიან. Corriere dello Sport-ის ცნობით, პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხეულში გასულ კლუბებს სანდრო ტონალის ტრანსფერის შემდეგ, იტალიის სერია A-ს სხვა გამორჩეული ფეხბურთელების დამატებაც სურთ და მთავარ აქცენტს სწორედ ნეაპოლელთა ქართველ […]
მიუნხენის ,,ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრიზენმა, ,,ნაპოლის” მცველის, კიმ მინ-ჯეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა: ,,კიმი საოცარი ფეხბურთელია. ჩვენ გვინდა, რომ ის შემოგვიერთდეს, თუმცა ჯერ ვერაფერს ვაცხადებთ. იმედი მაქვს, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ვფიქრობ, ეს სულ რამდენიმე დღის საკითხია. მალე კიმს ,,ბაიერნის” ფეხბურთელად წარადგენენ,” – განაცხადა დრიზენმა. იტალიური მედიის ცნობით, ,,ბაიერნი” კიმის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდის. […]
ნაპოლის გამოცდილი ნახევარმცველი ტოვებს – სამხრეთელებმა ოფიციალური შეთავაზება მიიღე
“ნაპოლის” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველი ფეხბურთელი ტოვებს – როგორიც იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, კლუბიდან წასვლასთან ახლოს გამოცდილი შემტევი ნახევარმცველი, პიოტრ ზიელინსკია. აღნიშნულთან დაკავშირებით ცნობები იტალიურ მედიაში 2023 წლის პირველ ნახევარში აქტიურად ვრცელდებოდა, ახლა კი როგორც ირკვევა, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. კერძოდ, პოლონელი ფეხბურთელის დამატების სურვილი ნეაპოლელთა ყოფილ და “ლაციოს” ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის აქვს, […]
ნაპოლის ჩემპიონობა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსის თვალით
რობერტ დელ ნაია, ასევე ცნობილი, როგორც 3D. მისი დაარსებულია ინგლისური ტრიპ ჰოპ ჯგუფი, Massive Attack. ეს ჯგუფი არ არის ისევე მასობრივად პოპულარული, როგორც, მაგალითად, Coldplay, მაგრამ მის გამორჩეულ ბითებს, ორიგინალურ ჟღერადობასა და ტექსტების სიღრმეს მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. როგორც გაირკვა, თავად დელ ნაია იტალიური “ნაპოლის” ერთგული ქომაგია და 30-წლიანი პაუზის შემდეგ მოპოვებული სკუდეტოს შესახებ აღტაცებული საუბრობს. […]
ნიუკასლი ნაპოლის კვარაცხელიას სანაცვლოდ 82 მილიონ ფუნტს შესთავაზებს
,,ნიუკასლი” საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის” შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, ტრანსფერით ინტერესდება. ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ინგლისური გუნდი მზადაა, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 82 მილიონი ფუნტი გადაიხადოს. იტალიურ მედიაში რამდენიმე დღის წინ ისიც დაიწერა, რომ ,,კაჭკაჭებმა” ნეაპოლელებს კვარას ტრანსფერზე 75-მილიონიანი წინადადებით მიმართეს. ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა […]
“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას პარტნიორის, ვიქტორ ოსიმენის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იტალიელი მენეჯერის თქმით, ნიგერიელი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის ერთადერთი ვარიანტი მისი “პარი სენ-ჟერმენში” გადაბარგებაა. “ერთადერთი კლუბი, რომელსაც ვიქტორ ოსიმენის შეძენა შეუძლია, “პარი სენ-ჟერმენია”. თუ ნასერ ალ ხელაიფის სურს 200 მილიონი ევროს წინადადების გამოგზავნა, ჩვენ ველოდებით და ვნახავთ რა მოხდება”, – თქვა “ნაპოლის” […]
“კვარაცხელია ნაპოლის დატოვებს – კლუბი მის შემცვლელს აკვირდება” – იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი – პაოლო ბარჯიჯა, “ნაპოლის” სუპერვარსკვლავების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია “პარტენოპეის” დატოვებენ. ბარჯიჯას მტკიცებით, “ნაპოლი” კვარაცხელიას პოტენციურ შემცვლელს უკვე აკვირდება. აღნიშნული განცხადება ბარჯიჯამ გადაცემა 7 Gold-ში სტუმრობისას გააკეთა. პაოლო ბარჯიჯა: “რამდენადაც ვხედავ, ვიქტორ ოსიმენი “ნაპოლისთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. ვიცით, რომ სატრანსფერო ბაზარი უჩვეულოა და ხშირად სიურპრიზებს […]
აურელიო დე ლაურენტისი: “კვარას, ოსიმენის და სხვების მსგავსად, თვალს ახალ ფეხბურთელებს ვადევნებთ”
“ნაპოლის” პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი, 2023/24 წლების სეზონის წინ, გუნდის სათამაშო ფორმების პრეზენტაციის დროს სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემის, მათ შორის სპორტული დირექტორის, კრისტიანო ჯუნტოლის წასვლის და წინა სეზონის იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირის, ვიქტორ ოსიმენის დარჩენის შესახებ ისაუბრა. “გემზე ვართ (პრეზენტაცია გუნდის გენერალური სპონსორის MSC-ის კრუიზზე გაიმართა), მაგრამ მეზღვაურის პირობას არ გაძლევთ. მე ძალიან მჯერა ჩვენი […]
ნაპოლიმ 2023/24 წლების სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა
10 ივლისს, იტალიის აწ უკვე მოქმედმა და სამგზის ჩემპიონმა, “ნაპოლიმ” 2023/24 წლების სეზონისთვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა. საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა ახალი სათამაშო ფორმის პრეზენტაცია YouTube-ის პირდაპირ ეთერში გადასცა. პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისიც დაესწრო და ახალი ფორმები თავად წარადგინა. კამპანიელთა ახალი სათამაშო მაისური საშინაო მატჩების დროს ტრადიციული ლურჯი ფერის იქნება, რომელსაც […]
პირველი შეკრება: ნაპოლის ამხანაგური მატჩების კალენდარი ცნობილია
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” 2022/23 წლების სეზონისთვის მომზადებას იწყებს და პირველ შეკრებას ივლისის თვეში გეგმავს. უკვე ცნობილია იმ მატჩების განრიგი, რომელსაც იტალიის აწ უკვე მოქმედი ჩემპიონი ივლისის თვეში ჩაატარებს. დიმაროში შეკრების დაწყების თარიღად 14 ივლისი არის მიჩნეული, ხოლო 20 ივლისს რუდი გარსიას გუნდს პირველი ამხანაგური მატჩი ელოდება ქვედა ლიგის წარმომადგენელი “ანაუნე ვალ დი […]