იტალიური კლუბი, რომელსაც უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული ვიდრე ჩელსის

როგორც ადრე ვწერდით ლონდონის “ჩელსის” იჯარით 42 ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული.  თუმცა ეს მაჩვენებელი არაფერია ბერგამოს “ატალანტასთან”. ლომბარდიელებს 31 იანვრისთვის 76 ფეხბურთელი თითქმის 7 გუნდი ჰყავთ იჯარის წესით სხვადასხვა კლუბებში გაშვებული.  ამ 76 ფეხბურთელს შორის 9 მეკარეა. ფეხბურთელთა უმეტესობას საიჯარო ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში, ზოგს კი 2020 წლის ივნისში ეწურება.

“ატალანტა” ამჟამად სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფ “მილანს” 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მათზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

იტალიური კლუბი, რომელსაც უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული ვიდრე ჩელსის 1

 

 

იტალიური კლუბი, რომელსაც უფრო მეტი ფეხბურთელი ჰყავს განათხოვრებული ვიდრე ჩელსის

სტატიის ავტორი
-